რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრევენციული ზომების დაცვით, რეგიონში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომების სრული დაცვით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო” ქართულ-შვეიცარული კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე შვეიცარული მხარის ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს. “ბლაუენშტაინ საქართველო” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხორცს და ხორცპროდუქტებს. კომპანია ფლობს სურსათის წარმოების სრულ ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე და მუშაობს მაღალი სტანდარტების დაცვით და შვეიცარული საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით.

კომპანია ფლობს მესაქონლეობის ფერმებს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში. კომპანია წარმოების ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე თავად აკონტროლებს და გარემო ფაქტორებზე მინიმალურადაა დამოკიდებული, შესაბამისად, მარაგის ამოწურვის და შეფერხების საფრთხე არ არსებობს.

საწარმოო პროცესს აგრძელებს ამბროლაურში მდებარე „რაჭული ლორის“ საწარმოც. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით- „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323,876 ლარი გრანტია, 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრევენციული ზომების დაცვით, რეგიონში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომების სრული დაცვით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო” ქართულ-შვეიცარული კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე შვეიცარული მხარის ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს. “ბლაუენშტაინ საქართველო” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხორცს და ხორცპროდუქტებს. კომპანია ფლობს სურსათის წარმოების სრულ ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე და მუშაობს მაღალი სტანდარტების დაცვით და შვეიცარული საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით.

კომპანია ფლობს მესაქონლეობის ფერმებს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში. კომპანია წარმოების ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე თავად აკონტროლებს და გარემო ფაქტორებზე მინიმალურადაა დამოკიდებული, შესაბამისად, მარაგის ამოწურვის და შეფერხების საფრთხე არ არსებობს.

საწარმოო პროცესს აგრძელებს ამბროლაურში მდებარე „რაჭული ლორის“ საწარმოც. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით- „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323,876 ლარი გრანტია, 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო