რელიგიის საკითხთა სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს ხარების დღესასწაულს და მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ.

„სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარებას ზეიმობს. ღვთისმშობლის ხარების საუფლო დღესასწაული, მთავარანგელოზ გაბრიელისგან ღვთისმშობლისთვის ის მხსნელის - იესო ქრისტეს მოვლინების ხარებას უკავშირდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ”, - ნათქვამია მილოცვაში.

ამასთან, დღეს ბაპტისტური ეკლესია ხარებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ.

„საქართველოს ბაპტისტური ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტოლოგიაში ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს, სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა