"მოძრაობა მომავლისთვის" და "ლელოს" წევრებმა წითელ ჯვარს  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთათვის  განკუთვნილი  დახმარება გადასცეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" და პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრებმა წითელი ჯვრის გორის ოფისს ჰუმანიტარულ ტვირთი გადასცეს, რომელიც შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლელო საქართველოდან" აცნობეს, კონფლიქტის ზონის სოფლებში სასურსათო პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები მოსახლეობას დაურიგდება.

"ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს სოციალური ხასიათის ღონისძიებებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს. ჩვენ უკვე ვიყავით საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე, დავეხმარეთ ჩვენს მოქალაქეებს თბილისსა და რეგიონებში. დღეს წითელი ჯვრის დახმარებით ცხინვალის რეგიონში შევაგზავნეთ სასურსათო პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. მამუკა ხაზარაძის აქტიური მხარდაჭერითა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება სოციალური კამპანია. ამიტომ, მადლობა მათ და ყველას, ვინც გააგრძელებს ამ ესტაფეტას“ - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, "მოძრაობა მომავლისთვის“ განაგრძობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, „ლელო საქართველოსთვის“ მოხალისეებისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.

"დღეს წითელი ჯვრის გორის ოფისის დახმარებით დაახლოებით 80 ოჯახს გადაეცემა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები. სოციალური ხასიათის კამპანია მოიცავს შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს და მოხუცებს. აღნიშნული კამპანია გაგრძელდება სხვა ოჯახების დასახმარებლად’’, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა