ბორჯომში შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო ნობათის დარიგება მიმდინარეობს

ბორჯომში შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო ნობათის დარიგება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსახლეობის დახმარებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან.

პირველ ეტაპზე პროდუქტები 120 ოჯახმა მიიღო. სურსათი მუნიციპალიტეტს ბიზნესმენმა ზაზა ბლიაძემ გადასცა.

ბენეფიციარებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები სახლში ესტუმრნენ და ნობათი პირადად გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში 600 ოჯახს მერიაც დაეხმარება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, მერიის სოციალური პროგრამაში ჩართულ ოჯახებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

მომდევნო დღეებში გაგრძელდება ასევე ბიზნესოპერატორების მხარდაჭერით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება.

„ბორჯომში ყოველდღიურად 20-მდე მარტოხელა ხანდაზმულ პირსაც ეხმარებიან. წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, სუპერმარკეტში სასურსათო კუთხეა გახსნილი, სადაც მსურველებს პროდუქტის და ჰიგიენური საშუალებების დატოვება შეუძლიათ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო