მეუფე გრიგოლი - ნუ მოვთხოვთ პატრიარქს იმაზე მეტს, ვიდრე მის ფიზიკურ მდგომარეობას შეეფერება

ნუ მოვთხოვთ პატრიარქს იმაზე მეტს, ვიდრე მის ფიზიკურ მდგომარეობას შეეფერება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი წირვას სამების საკათედრო ტაძარში.

მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა არ ესწრება პატრიარქი წირვას.

„ვერ გეტყვით, არის ხოლმე შემთხვევები, როცა არ ესწრება პატრიარქი. ხან შეუძლოდ არის ადამიანი, ხან გადაღლილია. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ნებისმიერს. რატომ უნდა გაგიკვირეთ, რომ პატრიარქი ვერ დაესწროს? იცით ყველამ მისი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ნუ მოვთხოვთ ახლა იმაზე მეტს, ვიდრე მის ფიზიკურ მდგომარეობას შეეფერება,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვას არ დაესწრო. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისივე ინფორმაციით, უწმინდესი მღვდელმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი