მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს

მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში დარეკეს.

„ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა