მიხეილ ხიდურელი - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის წახალისება და ადგილობრივი წარმოების განვითარება

„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორი მთავარი და თანაბარმნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის წახალისება და ადგილობრივი წარმოების განვითარება, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, არის მაგალითები, როდესაც ბიზნესმა დაიწყო ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტის წარმოება და შემდეგ, ნელ-ნელა დაამატა ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იყო ბაზარზე.

„ასევე, გვყავს კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს წარმოება ადგილობრივი ბაზრისთვის და მისი ათვისების შემდეგ, დაიწყეს პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

შესაბამისად, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს ან ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე. სახელმწიფოს ჰყავს, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, ასევე, ადგილობრივი იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანიები. ეს რეალურად არის ბიზნესის გადაწყვეტილება, თუ რომელი მიმართულება იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი. სახელმწიფო ორივე შემთხვევაში, თანაბარი ძალისხმევით უჭერს მხარს ორივე მიმართულებას“, - განაცხადა ხიდურელმა.

აღნიშნულ კომენტარს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა