რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგების მესამე ეტაპი დღეიდან დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პროდუქტის დარიგების პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები ირმა მესხი და გოჩა ლორია, ასევე ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი დაესწრნენ.

მათივე ცნობით, ორი დღის განმავლობაში, რუსთავის მერიისგან, ბაგა-ბაღების 2400 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს საკვებ პროდუქტს, ქალაქის მასშტაბით კი ჯამში 5 650 ოჯახი.

,,დღეს და ხვალ ბაღებში დასრულდება აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი. ამით ჩვენ, სრულად მოვიცავთ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იმ მშობლებმა, რომლებთანაც მოხდა კომუნიკაცია, რადგან გარკვეული რაოდენობის ბავშვები არ იმყოფებიან ქალაქში, განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ისინი არ საჭიროებენ დახმარებას და ითხოვეს, რომ იმ ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა მათი შვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტი, რომლებიც ამას საჭიროებენ. მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის თითოეულ მათგანს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ამასთანავე, მოხალისეები, რუსთავის მერიის თანამშრომლები და პარტია ,,ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ საკვები პროდუქტის მოსახლეობაში დარიგების პროცესს. დღეს, აქციაში რუსთაველ ბაიკერთა კლუბიც ჩაერთო.

,,ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საკვები პროდუქტის ეს კალათა მივაწოდოთ, იმ ადამიანებს, რომლებიც მაქსიმალურად საჭიროებენ დღევანდელ დღეს ჩვენს დახმარებას. საშუალოდ, ყოველდღიურად 250-დან 350-მდე სასურსათო კალათა რიგდება ქალაქში. გარდა ამისა, გვაქვს სამედიცინო პრეპარატებით დახმარების პროგრამა. ეს პროგრამა, გარდა არსებული მუნიციპალური პროგრამებისა, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. ამ პროგრამას დისტანციურად განვახორციელებთ პოლიკლინიკებთან და ოჯახის ექიმებთან ერთად, კანონმდებლობაც გვაძლევს ამის საშუალებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო