დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს ადგილობრივი ხელისუფლებისგან 1 თვის სასურსათო მარაგი ადგილზე გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მოხალისეებთან ერთად აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს: მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა,მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა.

„თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს, ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული პაკეტი ბინაზე მიუტანეს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხანდაზმული მოქალაქეების, სპეციალური საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა მხარდასაჭერად მუშაობას აგრძელებს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საკუთარი ხელფასის 10 %-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ StopCoV ფონდში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს