თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსზე ტესტირების კრიტერიუმის ახალი ალგორითმი ეს-ესაა შედის ძალაში და ყველანი ნახავთ ამ ალგორითმის სიკეთეს

მიღებულია კორონავირუსზე ტესტირების კრიტერიუმის ახალი ალგორითმი, რომელიც ეს-ესაა შედის ძალაში და თქვენ ყველანი ნახავთ ამ ალგორითმის სიკეთეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, საქმე ბევრი ტესტირების ჩატარებაში არ არის, საქმეა სწორად დაგეგმილ ტესტირებაში და „ტესტირება უნდა ჩაუტარდეს იმას, ვისთანაც ეს ეფექტურია.“

„წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე“ ან ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის პრაქტიკა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავის ბევრი ტესტირებით მიაღწია ჩვენზე უკეთესს შედეგს თუ ვერა? არა, ცალსახად. ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, ნიდერლანდებსა და ბელგიას, თუნდაც სომხეთსა და აზერბაიჯანს ჩვენზე მეტი გარდაცვლილი და ავადმყოფი ჰყავთ. ბევრ ტესტირებაში არ არის საქმე, საქმეა სწორად დაგეგმილ ტესტირებაში და ტესტირება ჩაუტარო იმას, ვისთანაც ეს ეფექტურია.

მიღებულია ტესტირების კრიტერიუმის ახალი ალგორითმი, რომელიც ეს-ესაა შედის ძალაში და თქვენ ყველანი ნახავთ ამ ალგორითმის სიკეთეს. თუ ადამიანს გაუჩნდა სიმპტომები ან აქვს რისკის ქცევები, რეკავს 112-ში ან 144-ში მას ამისამართებენ ვიწრო წრესთან გამოყოფილ ოჯახის ექიმთან, რომელთაც ტრეინინგი აქვთ გავლილი და გირჩევენ, რომ არაფერი არ გაქვთ ან მაშინვე გადაგამისამართებენ ე.წ. ცხელების ცენტრებში, რომელიც უკვე რამდენიმეა თბილისში და ათეულობითაა ქვეყანაში, შემდგომ სწორედ ამ ცენტრებში ხდება ტესტირება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა