ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური შეჭირვებული და ასაკობრივი რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარების დახმარებას განაგრძობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური შეჭირვებული და ასაკობრივი რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარების დახმარებას განაგრძობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სამსახურიდან აცნობეს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამია, მათი სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტები ბენეფიციართა განცხადებებზე მყისიერად ახდენენ რეაგირებასა და მათ დახმარებას უწევენ.

„მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მუშაობას აგრძელებს და კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას უწევს უწყების შეჭირვებულ და ასაკობრივი რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს. სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტები ბენეფიციართა განცხადებებზე მყისიერად ახდენენ რეაგირებას. დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ უწყების სხვა განყოფილებები.

სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების მარტოხელა, მხცოვან ვეტერანებს და განსაკუთრებით შეჭირვებულ უწყების შშმ ბენეფიციარებს, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს ურიგებენ. ვეტერანთა თანადგომის სურვილი გამოთქვეს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ბათუმში - შ.პ.ს. „ოლდ ბათუმის“ ხელმძღვანელებმა, უწყების აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსთან, შოთა ყიფიანთან ერთად, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ, მარტოხელა ვეტერანებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონა ვირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს!“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს