ხარაგაულში, სოფელ ბორითის თემში მცხოვრებ 47 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის თემში მცხოვრებ 47 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

აქცია "ქართული ოცნების“, სოფელ ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის იამზე პაქსაშვილის ინიციატივით და ჩინური კომპანია "ფ3"-ის ქველმოქმედებით და თანადგომით განხორციელდა. საქველმოქმედო აქციაში ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ მიიღო მონაწილეობა.

"როგორც იცით, რეგიონის მასშტაბით ხორციელდება მსგავსი დახმარებები და არც ხარაგაულია რა თქმა უნდა, გამონაკლისი, დღეს საკვები პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ და 4-მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით. ასეთი აქციები გაგრძელდება და არავინ დარჩება უყურადღებოდ, ვისაც დახმარება სჭირდება. მთავარია, დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - განაცხადა მანანა ბარბაქაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა