შიდა ქართლის გუბერნატორი - ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს

შიდა ქართლში მცხოვრები, თვითიზოლაციაში მყოფი სამი პირის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია. ამ ეტაპზე, რეგიონში პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა შიდა ქართლში მოქმედი საოპერაციო შტაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,შიდა ქართლში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებზე ეპიდზედამხედველობა. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახური, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ზედამხედველობას უწევენ თვითიზოლაციაში მყოფ მოსახლეობას. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მათთან დაკავშირება, ტელეფონით კომუნიკაცია და კვირაში ერთხელ ხდება ადგილზე მონიტორინგი. რაც შეეხება ქარელის, რუისის შემთხვევას, თვითიზოლაციაში იმყოფებიან პირები. ინტენსიურად ხდება მათი მონიტორინგი, თერმოსკრინინგი, სამი პირი ნიმუში ავიღეთ, სამივე ნეგატიურია, ასევე დღეს იქნა აღებული დამატებით 4 ნიმუში და ველოდებით პასუხს. შიდა ქართლის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გორის ოფისის ხელმძღვანელმა.

მხარის რწმუნებულის თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

,,შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტშია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მიმდინარეობს რეგიონში მცხოვრები პოტენციური საფრთხის მქონე თითოეული პაციენტის მონიტორინგი, ასევე მიმდინარეობს მათი თვითიზოლაციის კონტროლი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ გვაქვს, როგორც რუისში, ისე, ზოგადად, შიდა ქართლში. შესაბამისად, დამატებითი პანიკის და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ პირთან ურთიერთობის გამო, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში რამდენიმე პირი თვითიზოლაციაშია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს