ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. პაციენტები კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს.

ექიმ თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია. მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული, სავარაუდოდ, შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს.