მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს

თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი გადასასვლელის ხიდის მოწყობისთვის ელექტრონულ ტენდერსაცხადებს. ხიდის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 48 მილიონ 101 092 ლარია. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი, ხოლო დაფინანსების წყარო - 2020-2021-2022 წლების თბილისის ბიუჯეტია. წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 240 505 ლარია, გარანტიის ოდენობა 481 011 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დასაპროექტებელი ობიექტი უნდა განთავსდეს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების გამყოფი მდინარე ვერეს ღრმა და განიერ ხევზე. ხიდური გადასასვლელის საერთო სიგრძე დაახლოებით, 470-480 მეტრს შეადგენს.

„გადასასვლელის დასაწყისში, სავარაუდოდ, უნდა მოეწყოს უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი კვანძი, ხოლო გადასასვლელის ბოლოში წყნეთის ქუჩასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი. ნაგებობის დანიშნულება იქნება ბაგების დასახლების, დაბა წყნეთისა და მიმდებარე სოფლების დაკავშირება უნივერსიტეტის ქუჩასათან, ვაჟა-ფშაველას პროსპექტთან და მის მიმდებარე მაგისტრალებთან და ქუჩებთან. ხიდის პარამეტრები უნდა უზრუნველყოფდეს ტრანსპორტის პერსპექტიულ განვითარებასა და ფეხმავალთა უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნას ველოსიპედის ბილიკები“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

როგორც პროექტს განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თბილისში უახლეს პერიოდში საზოგადოებრივი და კერძო ავტოტრანსპორტის რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია არსებული საქალაქო სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გადატვირთვა, ცალკეულ სატრანსპორტო კვანძებში გამტარუნარიანობის და მოძრაობის სიჩქარის შემცირება, საცობების წარმოქმნა. ერთ-ერთი ასეთი კვანძია საბურთალოს და ვაკის (ბაგების) რაიონების დამაკავშირებელი თამარაშვილის ქუჩა და მიმდებარე ქუჩები. თამარაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტის რაოდენობის საგრძნობ შემცირებას გამოიწვევდა ამ ნაკადიდან იმ ავტომანქანების ამოკლება, რომლებიც საბურთალოდან მიემართებიან წყნეთისკენ და უკვე მჭიდროდ დასახლებული ბაგებისკენ.

„ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობით მდინარე ვერეზე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბიბლიოთეკის მიმდებარედ. პროექტით გათვალისწინებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განხორციელება დადებითად აისახება როგორც საავტომობილო მოძრაობის ოპტიმიზაციაზე, ასევე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქალაქის ამ უბნების მიმდებარე ტერიტორიების არქიტექტორულ და ლანდშაფტურ განვითარება გაუმჯობესებაზე. ქალაქ თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი გზის და მდინარე ვერეზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია როგორც უშუალოდ გზის და სახიდე გადასასვლელის მოწყობა, ასევე სატრანსპორტო კვანძების მოწყობა უნივერსიტეტის ქუჩასთან (საბურთალოს რაიონის მხარეს) და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან (ბაგების მხარეს) მიერთებების ადგილებში.

პროექტით გათვალისწინებულია სატრანსპორტო კვანძების მოწყობა ერთ დონეში წრიული მოძრაობის უზრუნველყოფით. პროექტით ამასთანავე გათვალისწინებულია ადგილობრივი გზის მოწყობა ბაგების მხარეს არსებული დასახლებული უბნის დასაკავშირებლად თბილისი-წყნეთის გზაზე საპროექტო წრიული მოძრაობის კვანძთან“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს. პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის ერთ ობიექტზე არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 5%-ის ღირებულების ხიდების ან/ და გზაგამტარების ან/და ესტაკადების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ასევე, პრეტენდენტს საკუთრებაში/სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ასფალტო ბეტონის ქარხანა ან წარმოადგინოს ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება. ასფალტო ბეტონის ქარხნის სარგებლობით ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)