ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა

ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა. გადაწყვეტილება თეირანში მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში ბოლო 7 დღის მანძილზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა იკლო.

პარლამენტში სხდომას დეპუტატთა დაახლოებით 2/3 დაესწრო.

ცნობისთვის, ირანში კორონავირუსის გავრცელების პერიოდიდან, ვირუსი პარლამენტის 31 წევრს დაუდგინდა.

ქვეყანაში მთლიანობაში ვირუსის 62589 შემთხვევაა აღრიცხული. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით 3872 ადამიანი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა