ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეწყვეტილია

ბათუმში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა 60 წლის ქალს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 60 წლის ქალის ახლობლებს ბიოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ და 16 პირიდან 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ახალ ინფიცირებულთა შორის არიან 60 წლის ქალის შვილი და მამა. მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ 60 წლის ქალის მამა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია და მიმდინარეობს მოკვლევა.

„კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, 60 წლის ქალის დაინფიცირების წყარო არ არის ცნობილი.

„მამა ქობულეთში ცხოვრობს, ინფიცირებულთაგან სამი პირია, რომელიც ქობულეთში მამის სამეზობლოდან არიან. 60 წლის ქალიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა და მასთან კონტაქტში 37 პირია გამოკვეთილი. აქედან 17 მედპერსონალია, ხოლო 20 ოჯახის წევრები და მეზობლები არიან. კონტაქტების რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, ასევე მედიკოსთა რაოდენობაც ზუსტდება, ვისაც ხუთ ახალ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. კლასტერთან დაკავშირებით, ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ ანალიზი სახლებში აუღეს.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი კლინიკა „მედალფაში" არიან გადაყვანილი. აჭარაში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო