„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის ქუჩები მორეცხა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

„ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსთან (COVID19) ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც კომპანიიდან “ინტერპრესნიუსს” აცნობეს, გუშინ ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ქუჩები მოირეცხა. ქუჩის მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განხორციელდა და მასში კომპანიის დასუფთავების სამსახურის მიერ გამოყოფილი ბრიგადის 10 წევრი მონაწილეობდა.

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც იყვნენ ჩართულები.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონშიც გეგმავს. „ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჭიათურაში ქუჩები მორეცხა და სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა. „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსი, გიორგი ჩხეიძე.

„ჩვენ მობილიზებულები ვართ იმაზე, რომ ჭიათურაში ყველა უბანში შევიდეთ, ქუჩები მოვრეცხოთ და ახალ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებებით ვებრძოლოთ. შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ეს ვირუსი ერთად დგომით დავამარცხოთ. ბევრ ქალაქს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მსგავსი სახის სპეცტექნიკა ჰყავდეს. ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამოგვსვლია და მომავალშიც გამოგვივა“, - აღნიშნავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა