კახა კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე - ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს

ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„თუ იყო გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებებით, უნდა გამოსწორდეს და ახალი ენთუზიაზმით, ახალი სისხლით და შემართებით განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაოები და პროექტები“, - განაცხადა კალაძემ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა გუნდის მხრიდან ჭიღვარიას მიმართ პრეტენზიები, კალაძემ განაცხადა, რომ პრეტენზიები არ ყოფილა.

„პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი, ალბათ საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი და უფრო მეტი შემართება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა