შალვა კერესელიძე ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაბა სტეფანწმინდაში მოწყობილი საკარანტინე სივრცეები მოინახულა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ბადრი კუკულაძესთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი საველე კარავი დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარის რწმუნებული ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.

„კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. საზღვრიდან შემოსული თითოეული მოქალაქე თერმო სკრინინგის პროცედურას გადის. ტემპერატურისა და სხვა საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში პიროვნება დროებით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, საველე კარავში მოთავსდება. კარავი 15 მოქალაქეზეა გათვლილი და სათანადო ინვენტარითაა აღჭურვილი.

შალვა კერესელიძემ დაბა სტეფანწმინდაში ის სასტუმროებიც მოინახულა, რომელიც სახელმწიფომ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად დააკონტრაქტა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დაბა გუდაურში 6 საკარანტინე ზონაა მოწყობილი, სადაც დაახლოებით 300 პირი იმყოფება. მოქალაქეები სასტუმროებს ყოველდღიურ რეჟიმში ტოვებენ. ამ დრომდე, გუდაურის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული არც ერთი პიროვნების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს