პროდუქტების ახალი პაკეტი გორის ბაღების აღსაზრდელებს დღეს დაურიგდათ

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესს დღეს, გორის პირველ და მე-3 ბაგა-ბაღებში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ.

პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6000-ივე აღსაზრდელმა უნდა მიიღოს, არამალფუჭებად პროდუქტთან ერთად, ხილსა და ბოსტნეულსაც შეიცავს.

საკვების დარიგება სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა.

დღემდე პროდუქტი 2 ეტაპად დარიგდა. პირველ ეტაპზე, კვების პროდუქტი 900-მა სოციალურად დაუცველმა აღსაზრდელმა მიიღო, მომდევნო ეტაპზე კი პროდუქტი ყველა აღსაზრდელისთვის გაიცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა