ადიგენის მუნიციპალიტეტის მერსა და მის მოადგილეებს ხელფასი გაეზარდათ

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერსა და მის მოადგილეებს ხელფასი გაეზარდათ. მერის ხელფასი, რომელიც 2650 ლარს შეადგენდა, ახალი დადგენილებით 3070 ლარი იქნება.

მერის პირველი მოადგილე 1700 ლარის ნაცვლად, 1980 ლარს აიღებს, ხოლო მერის მოადგილე 1500 ლარის ნაცვლად 1700 ლარს.

შესაბამისი ცვლილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში შევიდა, რომელიც საქართველოს მაცნეზე დღეს, 2020 წლის 8 აპრილს გამოქვეყნდა.

რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულებს, ხელფასი უფროს სპეციალისტებსაც გაეზარდათ და ისინი 600 ლარის ნაცვლად, 700 ლარს აიღებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა