ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროდან აცნობეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.

”ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს.

ხე-მცენარეებისაგან და ნატანი მასისგან არხის 2600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. აღდგენილი სისტემით დაახლოებით 150 ბენეფიციარი ისარგებლებს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს”, -აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა