სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ 5 წლის ბავშვს საჩუქრები გადასცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ფანჩივაძეების ოჯახი მოინახულა და პირადი სახსრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, 5 წლის გოგონამ, რომლის ვიდეომ „ლუღის“ შესახებ სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა, მხარის რწმუნებულისგან საჩუქრად ის ნივთები მიიღო, რაზეც ის ვიდეოში ოცნებობდა.

მათი ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა, მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ქრისტინას ვიდეოს შესახებ მისი უმცროსი ქალიშვილისგან გაიგო.

„წუხელ ჩემი უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ქრისტინას თანატოლია დამიკავშირდა და მითხრა, ამ ვიდეოს შესახებ, დღეს შევეცადე ყველა ის ოცნება, რაც ქრისტინას ჰქონდა ამეხდინა”, - განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.

„ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაპირდა. 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში მამასთან, ბებიასთან და მამიდასთან ერთად ცხოვრობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს