გრიგოლ გეგელია - „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია პასუხი უმთავრეს სოციალურ გამოწვევაზე, რომელიც ასობით ათასი ადამიანის მომავალს ეხება

„ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია პასუხი უმთავრეს სოციალურ გამოწვევაზე, რომელიც ასობით ათასი ადამიანის მომავალს ეხება,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას განცხადებით, დღეს უამრავი ადამიანია დარჩენილი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და მათ რიგებს შეუერთდნენ აგრარული ბაზრების მოვაჭრეებიც.

„რა პასუხს ისმენენ ისინი ამ დროს ხელისუფლებისაგან? ვიცე-პრემიერ ცქიტიშვილის თქმით, პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ხალხის რაოდენობას მთავრობა იმის მიხედვით გამოთვლის, თუ რამდენი ადამიანი აღარ იხდის საშემოსავლო გადასახადს. წარმოუდგენელია, რომ ასეთ მიდგომას ეწოდოს ანტიკრიზისული გეგმა. მეტიც, ეს საერთოდ არანაირი გეგმა არ არის, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური.

დღეს ქართველი მუშახელის მოზდილი ნაწილი არაფორმალური ეკონომიკის წიაღში მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ არ შეაქვთ წვლილი ბიუჯეტში და, შესაბამისად, არც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად არიან აღრიცხული. მთავრობის მიერ დაანონსებული გამოთვლის მექანიზმი ამ ადამიანებს სრულიად ივიწყებს და, ფაქტობრივად, შიმშილისთვის სწირავს. ეს სოციალური ჯგუფი მოიცავს ათასობით მოვაჭრეს, ინდივიდუალურ მეწარმეს და სხვა ტიპის კერძო შრომაში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც პანდემიამ ისევე დატოვა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე, როგორც სხვები, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდიდა. კრიზისმა, პირველ რიგში, სწორედ ეს სოციალური ჯგუფები დააყენა განსაკუთრებული რისკის ქვეშ, ვინც ყოველდღიური მიზერული გასამრჯელოს სანაცვლოდ შრომობდა”,- განაცხადა გეგელიამ.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ვალდებულია, ამ ადამიანებზე ისევე იზრუნოს, როგორც ყველა სხვაზე.

„ნებისმიერი მიდგომა, რომელიც ამ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მომავალს არ ითვალისწინებს, სრულიად არაადეკვატური და ბრმაა იმ მძიმე რეალობის მიმართ, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა. მთავრობას არ აქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბიზნესის და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის განსხვავებულ გამოწვევებს ეფექტიანად უპასუხებს.

„ლელომ” წარმოადგინა ადეკვატური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 6 მილიარდი ლარის ოდენობის ანტიკრიზისულ პაკეტს. ჩვენი იდეა შეიცავს საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 0%-იანი სესხები გასცენ. ამის გარდა, ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 1 მილიარდი ლარის სოციალურ ინვესტიციას, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიით დაზარალებული ყველა მოქალაქის ფინანსურ სტაბილურობას კრიზისის შემდგომ პერიოდში. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენის, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ,

რომლის კომენტარსაც პარტია “ლელო საქართველოსთვის” ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა