მამუკა მდინარაძე - ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები

ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნება გაგრძელდება.

„ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები, მათ შორის ეკონომიკურად. დღეს ამაზე ვრცლად ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ისაუბრა, როგორ ხდება ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნება და აგრეთვე მან ისაუბრა იმაზე, როგორ ხდება იმ ადამიანების დახმარება, ვინც უცხოეთშია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩამოიყვანოს ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა, რომ შემდეგ მათი საკარანტინო პირობებში დაბინავება მოხდეს. ჩვენ უკვე ჩამოვიყვანეთ 5 000 - ზე მეტი ქართველი სამშობლოში და ეს პროცესი გრძელდება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა