ფოთის საკრებულომ საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 8 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე ფოთის მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა.

„ფოთის საკრებულომ დღეს ერთხმად დაამტკიცა საგანგებო ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც, მცირდება ხარჯები ყველა იმ მიმართულებით, რაც მოცემულ ვითარებაში არ არის პრიორიტეტული. ეს არის სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ასევე საკრებულოს ხარჯების შემცირება.

მთლიანობაში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც მიმართული იქნება სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე, რომლის წინაშეც ჩვენ მომავალი თვეების განვალობაში შეიძლება დავდგეთ. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად და ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ დრომდეც ახორციელებდა არაერთ სოციალურ პროგრამას, რაშიც მაჟორიტარი დეპუტატის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს და მომავალშიც, სააღდგომოდ ვგეგმავთ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს დავეხმაროთ ერთობლივად“, - განაცხადა ფოთის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურიის კომისიის თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს