ბორჯომის მერია - ბორჯომში მოსახლეობის დახმარება გრძელდება, აქციაში კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ჩაერთო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 327 ოჯახს, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის 100 ლარის ღირებულების ვაუჩერს გადასცემს. ვაუჩერების დარიგების პროცესი უკვე დაიწყო და მას არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, უშუალოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში ბიზნესსექტორის ჩართულობა მერიისთვის უდიდესი მხარდაჭერაა.

„მინდა მადლობა ვუთხრა კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ხელმძღვანელობას ჩვენი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი ასეთი თანადგომისთვის. ბიზნესსექტორის ჩართულობა მერიისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. ამ რთულ პერიოდში, უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ყველა შეჭირვებულ ოჯახს, დღეს მათ ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. უახლოეს დღეებში 600-ზე მეტ ოჯახს მერიაც დაეხმარება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, მერიის სოციალური პროგრამაში ჩართულ ოჯახებს 100 ლარი ჩაერიცხებათ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე მიმდინარეობს სურსათის დარიგება, რომლებსაც ბიზნესმენები აწვდიან მერიას გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის. მჯერა, ერთობლივი ძალებით, ჩვენ შევუმსუბუქებთ მოსახლეობას ამ პერიოდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის!“, - აცხადებს დავით ზაალიშვილი.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ვიცე- პრეზიდენტის ლევან ბაღდავაძის თქმით, კომპანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით ეხმარება.

„ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით განვაგრძობთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და დღეს გვინდა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს და პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენად თითოეულ ოჯახს 100 ლარის ღირებულების ვაუჩერს გადავცემთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, იმისთვის რომ ასე ოპერატიულად მოგვაწოდეს ინფორმაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების შესახებ და გვეხმარებიან ვაუჩერების ყველა წესის დაცვით დარიგების პროცესში“, - აცხადებს ლევან ბაღდავაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ", COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც, 300 000 ლარი ფონდში StopCov გადაირიცხა, ხოლო 200 000 ლარი სავადმყოფოების და საკარანტინო ზონების სასმელი წყლით და ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

ამ დრომდე კომპანიამ უკვე უზრუნველყო სასმელი წყლით საქართველოს მასშტაბით, 10 საავადმყოფო და ასევე საკვებით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით პლატფორმა „დავეხმაროთ მოხუცებს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული განვითარების ინიციატივის ბენეფიციარები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა