ანიმაცია დაზოგვის თემაზე - ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად პატარებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს

"ეროვნული ბანკი" დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად ბავშვებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ეროვნული ბანკის, ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, შემუშავდა საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც მათთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის ბავშვებს, როგორი სასიამოვნო და სასარგებლო შედეგები მოჰყვება დაზოგვას და რატომ არის საჭირო, რომ ყველაფერი ერთბაშად არ დაიხარჯოს.

ანიმაციური ვიდეო USAID-ის YES-Georgia პროგრამის ფარგლებში შექმნილი კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილე "სტუდია ველოსიპედი"-ს მიერ მომზადდა.

"მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბოლო წლებია ეროვნული ბანკი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფინანსური განათლების საკითხების სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როცა საგანმანათლებლო აქტივობები იწყება პატარა ასაკიდანვე.

აღნიშნული ანიმაცია განკუთვნილია 6 წლამდე ბავშვებისათვის და პატარებს მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის საყვარელი ანიმაციური პერსონაჟის დახმარებით აწვდის ინფორმაციას დაზოგვის სიკეთეებთან დაკავშირებით. პროექტის იდეა დაიბადა და შემდეგ უკვე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ვფიქრობთ, რომ ანიმაციის ახლა, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის ახალ გამოწვევასთან ბრძოლის რთულ ეტაპზე წარდგენა, ბავშვებს ამ დროებითი სირთულეებით გამოწვეულ დისკომფორტს შეუმსუბუქებს და ყოველდღიურ ყოფას ოდნავ გაუხალისებს. გვსურს, ამ პატარა ვიდეორგოლით არა მხოლოდ ერთგვარი საძირკველი ჩავუყაროთ ბავშვების ფინანსურ განათლებას, არამედ მცირედი პოზიტივიც შევიტანოთ დაძაბულ ყოველდღიურობაში", - განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა