გია ვოლსკი - ჩვენთვის უმთავრესია მოქალაქეების ინტერესები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გაწეულ მზრუნველობაზე ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასაბრუნებლად საკმაო რესურსია გამოყოფილი და ათასობით დაბრუნებული ემიგრანტის მდგომარეობა დღეს უკეთესია.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს და თითოეულ საელჩოს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისათვის, რომ არა მარტო ამის ორგანიზებას აკეთებენ, არამედ გარკვეულ, ვფიქრობ, მნიშვნელოვან ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ ჯერ კიდევ იქ მყოფი ადამიანები სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იყვნენ. ეს ის საკითხია, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთელი სისტემა ამას ემსახურება ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სტრუქტურებთან შეთანხმებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, დაბრუნების გრაფიკი ისეა აწყობილი, რომ აქ შესაბამისად მოხდეს საკარანტინო რესურსების მობილიზება.

„უნდა ითქვას, რომ ასეთი მობილიზაცია მისაბაძია სხვა ქვეყნებისათვის, მაგრამ ჩვენ არავის ვეჯიბრებით ჩვენთვის უმთავრესია მოქალაქეების ინტერესები უპირველეს ყოვლისა. არის მცდელობები, რომ ეს თემა გადააქციონ პოლიტიკური სპეკულირების საგნად. მე ვფიქრობ, რომ ეს წარუმატებელი მცდელობებია, იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ რჩება. ფრენების გრაფიკი შედგენილია და ამის იქით კიდევ ინტენსიურად, გეგმაზომიერად განხორციელდება რეისები“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, საქართველოს საელჩოები ადგილზე მაქსიმალურ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს.

„მატერიალურადაც ეხმარებიან და, რასაკვირველია, ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ადამიანები განთავსებული არიან სასტუმროებში. სულ ახლახან გვქონდა საუბარი პოლონეთში ჩვენს ელჩთან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და პოლონეთის მთავრობასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ სიტუაციის მიუხედავად ჩვენი მოქალაქეებისათვის გამოყო საცხოვრებელი ფართობები რამდენიმე სასტუმროში, თუმცა, ვიმეორებ, საელჩოსათვის საკმაოდ მძიმეა როგორც ორგანიზაციულად, ასევე ფინანსურად გაწვდეს არსებულ მოთხოვნებს, მაგრამ ისიც თვალნათელია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად და საკმაოდ მაღალი დონის ორგანიზებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ პროგრესს უჩვენებს და ეს ძალისხმევა არ შეჩერდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

იმის საპასუხოდ, რომ თითქოს რეისები ჭიანურდება, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მოთხოვნა რასაკვირველია, მეტია ვიდრე მიწოდება.

„მიწოდების ხარისხი არის მაღალი, არის ინტენსიური, და ყველა მოთხოვნა უახლოეს პერიოდში იქნება დაფარული. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ჩამოსულ მოქალაქეს არ დახვდება მობილიზებული საკარანტინო სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით მეტ საფრთხეს შევუქმნით ამ მოქალაქეებს, აქედან გამომდინარე ინტენსივობა არ შეჩერდება, იქნება ძალიან მაღალი და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახსენა საზოგადოებას, შევასრულებთ ისე, როგორც ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გვავალებს“,-აცხადებს ვოლსკი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა