შალვა კიკნაველიძე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მოქმედი ის საწარმოები მოინახულა, რომლებსაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ფუნქციონირების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაინტერესდა რამდენად ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დაცულია თუ არა უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები დასაქმებულთათვის.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებმა არ შეწყვიტონ მუშაობა, თუმცა მთვარი პრიორიტეტი, უსაფრთხოების ნორმებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვაა.

"ჩვენ დღეს დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური კუთხითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საწარმომ გააგრძელოს ფუნქციონირება, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად საქმიანობა შეზღუდული არ აქვთ, თუმცა, აუცილებლად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები და ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა", - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფუნქციონირებას 12 საწარმო აგრძელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025