დავით ზალკალიანი - საქართველო მზადაა ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხუთი სამხედრო ხომალდის ფოთის პორტში შემოსვლას ეხმაურება, რომლის მიზანიც საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავ საშუალებებთან ერთად ერთობლივი წვრთნების ჩატარებაა. დავით ზალკალიანის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული, კანადური, იტალიური, რუმინული და თურქული ხომალდები შედიან და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

„ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება“ , - წერს დავით ზალკალიანი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (შNMG2) ხუთი ხომალდი 7-9 აპრილს ფოთის პორტს სტუმრობს. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მასპინძლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა