ზუგდიდელ ემიგრანტს, რომელიც StopCov ფონდში საქველმოქმედო აქციის მეშვეობით თანხას რიცხავს, ალექსანრე მოწერელიამ მადლობა გადაუხადა

ზუგდიდელ ემიგრანტს, რომელიც StopCov ფონდში საქველმოქმედო აქციის მეშვეობით თანხას რიცხავს, ალექსანრე მოწერელიამ მადლობა გადაუხადა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდელ ემიგრანტს, რომელიც საქველმოქმედო აქციისგან შემოსულ თანხას საქართველოში კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში რიცხავს, მადლობა გადაუხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, გოჩა ლაგვილავა, რომელიც გერმანიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს, საქართველოდან ჩატანილი მცენარეების ნერგებს ჰანოვერში ქართულ სათვისტომოსგან ერთად ყიდის, თითო ქოთნის საწყისი ფასი 20 ევროა, ქართველმა ემიგრანტმა ამ დროისთვის უკვე 1300 ევრო შეაგროვა.

საქველმოქმედო აქცია შაბათს დასრულდება, რის შემდეგაც შეგროვილი თანხა საქართველოში კორონავირუსის ბრძოლის ფონდში ჩაირიცხება. ალექსანდრე მოწერელია ემიგრანტს ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.