ბათუმის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გაეცნო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიიდან აცნობეს, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში. ამ ეტაპზე მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარებიც.
სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება. ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა ქუჩას მოიცავს.

























