იმერეთში რწმუნებულის ინფორმაციით, ვანში თერმოსკრინინგით უკვე 6 ათასი ადამიანი შემოწმდა

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ვანში მოსახლეობის თერმოსკრონინგი დაიწყო და უკვე 6 ათასი ადამიანია შემოწმებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, შემოწმების შედეგად, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები არ გამოვლენილან.

„დაახლოებით 6 ათასი ადამიანი უკვე თერმოსკრინინგით შეფასებულია, ეს შეიძლება ითქვას, რომ ვანის მოსახლეობის 25%-ია. საეჭვო სიმპტომების ადამიანები არ დაფიქსირებულან, თუმცა ჩვენ ამ პროცესს მანამდე გავარძელებთ, ვიდრე ბოლო ადამიანი არ შემოწმდება“, - აცხადებს შალამბერიძე.

როგორც ცნობილია, ვანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 75 წლის ქალს დაუდასტურდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც. ქალის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. ვანში დროებით დაიხურა კერძო კლინიკა, სადაც ინფიცირებული ქალი იყო შეყვანილი, კლინიკის თანამშრომლები კი იზოლაციაში არიან.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით მოწმდებიან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს