ექიმების ინფორმაციით, ვანში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული 75 წლის ქალის, მისი მეუღლის და სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ათი პაციენტია მოთავსებული, მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ათი პაციენტიდან ოთხი მძიმეა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშებია გადაგზავნილი და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან სამმა დადებითი პასუხი აჩვენა. ერთი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა