ექიმის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტიდან ექვსს პნევმონია აღენიშნება

ექიმის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტიდან ექვსს პნევმონია აღენიშნება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 მათგანს პნევმონია აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ მათგანს მძიმე ფორმის პნევმონია აქვს. მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტია, რომლებიც დაკავშირებული არიან ვანის კლასტერთან.

„ამჟამად სტაციონარში გვიწევს 10 დადასტურებული პაციენტი. გუშინ საღამოს დაემატა 2 დადასტურებული შემთხვევა. ეს უკავშირდება ვანის კლასტერს და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. აღნიშნული 10 პაციენტიდან 6 მათგანს აღენიშნება პნევმონია, მათ შორის ზოგიერთი მძიმე ფორმის პნევმონიით არის.

3 პაციენტი არის კვლევის ფაზაში, მათ უტარდებათ სხვადასხვა სახის კვლევა და დღის ბოლოს ჩამოყალიბებული ვიქნებით,“ - განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.