გიორგი გახარია - ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი.

როგორც გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის პროგნოზის კომენტირებისას აღნიშნა, "ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არცერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება."

"რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში", - აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, COVID-19-ის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა