შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ძალადობა არ განუხორციელებია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციას ძალადობა არ განუხორციელებია.

როგორც გომელაური აცხადებს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მინისტრი ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლიციელებს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებიათ.

„თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, აგინეს მათ? ამაზე არსებობს უამრავი სამსახურები. სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ამაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს თემა არ მომხდარა, რომ [პოლიციელმა] ცემა ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ა.შ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია რაც მაქვს დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯარიმის გადახდის ვადა მოქალაქეებს 1 თვის ვადაში შეუძლიათ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ მოხდება მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა, მინისტრის თქმით, ამ ჯარიმების ჩამოწერაზე ვერაფერს იტყვის.

იხილეთ ვიდეო: შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ძალადობა არ განუხორციელებია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა