თელავის მერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილ ჩვენ გმირებს, რომელთა თავდადებამაც და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებთ, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა