მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები მართლმსაჯულების სისტემას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინოს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკურ რაკურსში განიხილოს გარკვეული საკითხები

ოპოზიციის წარმომადგენლები მართლმსაჯულების სისტემას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინოს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკურ რაკურსში განიხილოს გარკვეული საკითხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას გარკვეული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. მდინარაძის განცხადებით, შეთანხმების ერთ-ერთი პირობა ისიც იყო, რომ ყველას თავი უნდა შეეკავებინა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზებისგან. მდინარაძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

„იცით, რომ შეთანხმება შედგა, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და მედიაციით. შეთანხმების ერთ-ერთ საგანს ისიც წარმოადგენდა, რომ ყველას თავი უნდა შეეკავებინა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზებისგან, რასაც ჩვენი ოპონენტები სამწუხაროდ, ღიად აკეთებენ. ისინი მართლმსაჯულების სისტემას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინოს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკურ რაკურსში განიხილოს გარკვეული საკითხები. ბევრჯერ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და როდესაც მართლმსაჯულების სისტემას მოუწოდებ, გარკვეული გადაწყვეტილებები ამ კუთხით განიხილოს, ეს არის მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა. ეს მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას, მათ დისკრედიტაციას. ჩვენ პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და მასში მოგონილი კონტექსტი არ უნდა შემოვიტანოთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა