დავით ბაქრაძე - დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე

დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, დღეს არის მტკივნეული დღე, მაგრამ ამასთანავე, არის ეროვნული სიამაყის დღეც.

„დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა