მიხეილ ჩხენკელი - 9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას

9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ. მადლიერებით მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი თავდადებით მომავალ თაობათა თავისუფლებისკენ გაკვალა გზა. დღეს, როდესაც სულ სხვა სახის გამოწვევათა პირისპირ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერთიანობისა და თანადგომის ეს პრეცედენტი კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას”,- განაცხადა ჩხენკელმა, რომლის კომენტარსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი