თორნიკე რიჟვაძე - ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა

“ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა”,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის ფაქტს გამოეხმაურა.

,,ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა. ასევე, ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით პარტიის ლიდერის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელებას თავისი პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა რიჟვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა