რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია - დაწყებულია მასიური თერმოსკრინინგი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქეს კორონავირუსი გუშინ, 8 აპრილს დაუდგინდა, ტემერატურის მატება კი 3 აპრილს დაფიქსირდა.

„8 აპრილს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კვლევის შედეგად დაუდგინდა COVID-19. აღნიშნულ პიროვნებას, 3 აპრილს დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. მიმდინარეობს პირველადი კონტაქტების ძიება.

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, შეიკრიბა შტაბი, განიხილეს შემდგომი პრევენციული ღონისძიებების სამუშაო გეგმა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ დილიდან ლენტეხსა და ცაგერში მოეწყობა გადაადგილების კონტროლის სამი პუნქტი, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა. აგრეთვე, დაწყებულია მოსახლეობის მასიური გასინჯვა, ოჯახის ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფლის რწმუნებულების ჩართულობით (თერმოსკრინინგი). საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა პაციენტის ოჯახის წევრებს და უახლოეს გარემოცვას. დამატებითი გადაწყვეტილებები, ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს