სოფიო შამანიდი - პანდემიის ჟამს ხელისუფლებას ისევ დაავიწყდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ამჯერად ბავშვები

ამ პანდემიის ჟამს ჩვენს ხელისუფლებას ისევ დაავიწყდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ამჯერად ბავშვები, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სოფიო შამანიდმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებამ მოსახლეობას გაკვეთილები ტელესკოლაში მხოლოდ ქართულ ენაზე შესთავაზა მაშინ, როცა ქართული სკოლების გარდა არსებობს აზერბაიჯანული, სომხური და რუსული სკოლები.

,,რამდენიმე დღის წინ ყველანი მომსწრენი გავხდით იმისა, თუ რა მძიმე შედეგი მივიღეთ პანდემიის პირობებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იმის გამო, რომ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ამ ქვეყანაში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელმაც არასათანადოდ იცის ქართული ენა და არ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია ამ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ხელისუფლების ეს შეცდომა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდა.

ახლა ჩვენს ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ საქართველოში ქართული სკოლების გარდა არსებობს აზერბაიჯანული, სომხური და რუსული სკოლები და გაკვეთილები ე.წ. ტელესკოლაში მხოლოდ ქართულ ენაზე შესთავაზა ჩვენი ქვეყნის მრავალეროვან მოსახლეობას.

რასთან გვაქვს საქმე? უუნარობასთან? გულგრილობასთან? უპასუხისმგებლობასთან? თანამოქალაქეების სეგრეგაციასთან? სამწუხაროდ, სწორედ ეს არის დღეს სახეზე, რაც კარგად აჩენს ხელისუფლების დამოკიდებულებას ასეთი სათუთი თემების მიმართ.

მოვუწოდებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ემსახუროს თითოეული ბავშვის ინტერესს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა!" - განაცხადა სოფიო შამანიდმა, რომლის განცხადებასაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა