სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, აპრილის ბოლოს, უკვე დაინფიცირების 3 600 შემთხვევა გვექნება

სომხეთში, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა, ინფიცირების არსებული დინამიკის შენარჩუნების პირობებში, აპრილის ბოლოსთვის, შესაძლოა, 3 600 შეადგინოს. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა.

„არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 19 აპრილს უკვე 1 800 შემთხვევა გვექნება, 29 აპრილს - 3 600, რადგან დაინფიცირების შემთხვევათა გაორმაგების ციკლი ათ დღეს აღწევს“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ტემპი გაცილებით ნაკლებად იზრდება, ვიდრე მთლიანად, ბოლო ათდღიან პერიოდში.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 40 ადამიანით გაიზარდა და 921 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 138 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა