რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი - აღდგომა სიხარულის დროა და არა გლოვის, ამ დღეს საფლავების მონახულებაზე უარის თქმა, არც ცოდვაა და არც ხსოვნის შეურაცხყოფა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც კოვიდ-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოდამ განაცხადა.

მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.

მისივე თქმით, აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლის პრაქტიკა არ წარმოადგენს საეკლესიო ტრადიციას და წარმოიშვა საბჭოთა პერიოდში.

„აღდგომა - სიხარულის დროა და არა გარდაცვლილებზე გლოვის. ამგვარად, საფლავების მონახულებაზე უარის თქმა აღდგომის დღეს, არც ცოდვაა და არც გარდაცვლილთა ხსოვნის შეურაცხყოფა“ , - განაცხადა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა.

მანვე მორწმუნეებს მოუწოდა, ნუ დამწუხრდებიან ამის გამო, რადგან ეკლესია გარდაცვლილებს წელიწადში რამდენჯერმე იხსენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა