ლევან ანთაძის განცხადებით, დედას და 10 წლის ბავშვს, რომელთაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში გადმოიყვანენ

ბათუმში დედას და 10 წლის ბავშვს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ განუცხადა, მათ კლინიკაში მიყვანილია ქალის მეუღლე და მეორე შვილი, რომელიც ასევე არასრუწლოვანია.

მისივე თქმით, ოჯახს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ისინი ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდნენ.

„მე როგორც ვიცი ორივეს დაუდგინდა ვირუსი. ქალბატონი ორსულად არის და ბავშვიც პატარაა, ამიტომ მათ სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვნენ. ჩვენთან მოყვანილია მეუღლე და მეორე შვილი, რომელთაც კვლევა უტარდებათ. ახლა აუღებენ შესაბამის ანალიზს. მეორე შვილიც არასრულწლოვანია, 14 წლის თუ არ ვცდები. ანალიზის მიხედვით დაენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა. მათი ჯანმრთლეობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს ლევან ანთაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს