არჩილ ჯაფარიძე  -  კავშირზე ვართ საკოორდინაციო საბჭოსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში,  ყველა იმ ზომას მივიღებთ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იქნება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ხვალ, დილიდან ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან ბლოკ-პოსტები გაიხსნება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება.

ჯაფარიძის განმარტებით, ის მუდმივ კოორდინაციაშია ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში, ყველა იმ ზომას მიიღებს, რაც მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იქნება.

„ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის დადასტურებისთანავე, ეპიდემიოლოგების მიერ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. პაციენტი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დილიდანვე ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა დაინიშნა, სადაც სპეციალისტებთან ერთად შეფასდა რისკები, დაიგეგმა გასატარებელი ღონისძიებები და მივიღეთ გადაწყვეტილებები საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროებასთან დაკავშირებით.

მთელი დღის მანძილზე გატარდა ქმედითი ღონისძიებები, ხვალ, დილიდან გაიხსნება ბლოკ პოსტები ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან , სოფელი ღვედი, სოფელი ალპანა და ცაგერში მურის ხიდთან, დილიდანვე დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

ჩვენ, ყოველწუთიერ კავშირზე ვართ საკოორდინაციო საბჭოსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში, ყველა იმ ზომას მივიღებთ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იქნება“, - აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

მის განცხადებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა